ქოვენის შესახებ

2020 წლის 27 ივნისს გაგვიჩნდა ეზოთერული მაღაზიის შექმნის იდეა. დიდხანს ვფიქრობდით სახელზე: ავატარი, აფროდიტე, Sol et Luna, სალემი, ბოლოს - ქოვენი და ამ სახელზე შევჯერდით.

ძალიან გვიხარია უბრალოდ მაღაზიის ბიზნეს გევრდი რომ არ ვართ და გავამართლეთ ფეიჯის სახელი, შევქმენით ჯგუფი, სადაც სხვადასხვა ეზოთერულ თემებზე ერთმანეთს საინტერესო ინფორმაციას და გამოცდილებას ვუზიარებთ.

ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც ქოვენმა მოგვიტანა, ხართ თქვენ 💚 ძალიან ბევრი საინტერესო და კარგი ადამიანი გავიცანით 🥰 

სხვა მსგავსი შინაარსის ფეიჯებისგან რითი განვსხვავდებით, მაგას თქვენც კარგად ამჩნევთ და თავის ქებას არ დავიწყებთ 😃💝 ჩვენი მთავარი მიზანი არ არის “ფულის კეთება”, ჩვენი მიზანია ამ თემების პოპულარიზაცია ყველასათვის გასაგებ ენაზე და ჩვენს თანამედროვეობაზე მორგებით.

 

მე ნიკა ვარ, 24 წლის 💚

მზე - მერწყული

მთვარე - ლომი

ასც - მერწყული

ჟურნალისტი, ბლოგერი, ქვიარ აქტივსტი, ტაროლოგი, სულ ცოტაც და ასტროლოგი 😃🥰

ამ თემებით, რასაც ქოვენზე გიზიარებთ, ჯერ კიდევ მაშინ დავინტერესდი, როდესაც 12-13 წლის ვიყავი. მოგეხსენებათ იმ დროს თინეიჯერი ქვიარის ცხოვრება ია-ვარდით მოფენილი არ იყო, ამიტომაც მინდოდა ისეთი სამყარი მეპოვნა, სადაც თავს დაცულად და უსაფრთხოდ ვიგრძნობდი. ეს სამყარო ეზოთერიკაში გამოვჩხრიკე და აქ ვარ💚 ბევრი ვიკითხე, ბევრი ვისწავლე და ახლა ამ ყველაფერს თქვენც გიზიარებთ.


ქოვენის ონლაინ მაღაზიის მართვაში მეხმარება ჩემი მეგობარი, გიორგი, რომელიც უზრუნველყოფს თქვენი შეძენილი ნივთების დროულ ტრანსპორტირებას, მარაგების მართვას და სხვა ტექნიკურ დეტალებს.

ბლოგზე განთავსებულ კონტენტს კი მე ვქმნი <3

Comments

Popular Posts