როგორ გავწმინდოთ ტაროს დასტა

 ტაროს ენერგეტიკული წმენდის რიტუალები პრაქტიკის განუყოფელი ნაწილია.

როგორც წესი, ტაროლოგი თავად ხვდება როდის უნდა გაწმინდოს ტაროს დასტა. მე მაშინ ვწმენდ დასტას, თუ მას სხვა ადამიანი შეეხო, გავუშალე ისეთ ადამიანს, რომელსაც დაბინძურებული ენერგეტიკა ჰქონდა ან გავაკეთე ე.წ. “მძიმე გაშლები” ან უბრალოდ დასტისგან რაღაც გაურკვეველი შეგრძნებები მოდის. ამას თავად თქვენ წყვეტთ. ასევე ტაროს დასტა საჭიროა მაშინ, როდესაც გაჩუქებენ ან იყიდით და სახლში პირველად მიიტანთ.


ტაროს წმენდის მრავალი მეთოდი არსებობს. მე რამდენიმე მათგანს გასწავლით. თქვენ ის ტექნიკა გამოიყენეთ, რომელიც ყველაზე მეტად გაგიადვილდებათ და მოგეწონებათ.


დასაწყისისთვის დაალაგეთ დასტა. დაიწყეთ მათალი არკანებით, 0, 1, 2, 3, 4 და ა.შ. ყველა თანმიმდევრობით დააწყვეთ და თან გადახედეთ, მოდის თუ არა ის ენერგეტიკა, რაც პირველად დამუხტვის დროს წამოვიდა?



🌕 მთვარის აბაზანები
სავსე მთვარე საუკეთესო დროა ტაროს წმენდისა და დამუტვისთვის. დაალაგეთ არკანები ფანჯრის რაფაზე ან აივანზე, იქ, სადაც მთვარის შუქი მოხვდება. მთელი ღამით დატოვეთ და გათენებამდე აალაგეთ.




 მარილი
დასტა მოათავსეთ კარგად შეკრულ კონტეინერში და ზემოდან დააყარეთ მარილი ისე, რომ კონტეინერი მთლიანად დაიფაროს (ძალიან ბევრი მარილია საჭირო 😂). ასეთ მდგომარეობაში შეინახეთ 3, 6, ან 9 დღე.



🌿 სეიჯი
სეიჯი საუკეთესო გამწმენდი საშუალებაა, რომლითაც ტაროს წმენდაც არის შესაძლებელი. დაანთეთ სეიჯი და კვამლზე რამდენჯერმე გადაატარეთ დასტა. სეიჯის შეძენა შეგიძლიათ ჩვენთან.



🌊 წყალი
ტაროს დასტა მოათავსეთ დიდი ზომის გამჭვირვალე ქილაში, კატგად მოუკარით თავი და ჩადეთ ახალ ავსებულ ან სავსე მთვარის ენერგიით დამუხტულ წყალში. გააჩერეთ მთელი დღე და ღამე და შემდეგ ამოიღეთ.



🕯️ სანთელი
დაანთეთ შავი ან თეთრი სანთელი და მის ალზე გადაატარეთ თითოეული არკანი.


თქვენ წმენდის რომელ მეთოდს იყენებთ?

Comments

Popular Posts