სეიჯი
სეიჯი – სულიერი ჰიგიენის სადარაჯოზე
როგორც ჩვენს სხეულს სჭირდება მოვლა: კვების, ვარჯიშის, ძილის, აბაზანების, კრემების, თავის მოვლის საშუალებების სახით, ისე ჩვენს სულსაც. ამას ალბათ ყველანი კარგად ვიაზრებთ, ვინც ამ გვერდზე ვიკრიბებით
ამ მცენარეს უძველესი დროიდან იყენებდნენ სივრცის გასაწმენდად, აურის აღსადგენად და დასაცავად. ჩვენმა წინაპრებმა ამ მცენარის ჯადოსნური ძალის შესახებ იცოდნენ. მის კვამლს შეუძლია გაწმინდოს სახლის, ნივთების და ადამიანების დამძიმებული ენერგეტიკა, გვეხმარება ჯანმრთელობის, სიმშვიდის, ძალის შენარჩუნებაში და გვიცავს ნეგატიური ენერგიებისგან.
სახლის გაწმენდის დროს საჭიროა ფანჯრები ღია დავტოვოთ, რომ ცუდი ენერგია, რომელსაც სეიჯი “აიღებს”, გარეთ მოისროლოს.
მისი გამოყენებით კრისტალების და ნატურალური ქვების გაწმენდაც შეიძლება: უბრალოდ გადაატარეთ კვამლზე.
ენერგეტიკულად მძიმე ტაროს გაშლის შემდეგ (ან თუ ადამიანი, რომელსაც უშლიდით ცუდ განწყობაზე იყო), შეგიძლიათ სეიჯის კვამლით გაწმინდოთ დასტა.
მას სხვადასხვა რიტუალებშიც იყენებენ, მაგალითად. მას შეუძლია ფინანსური წარმატების მოტანაც თუ მის ფხვნილს ან ფოთლებს საფულით ატარებთ (ან განათავსებთ იქ, სადაც ძვირფასეულობას ინახავთ).
ასევე შეგიძლიათ მისი ფხვნილი ჩაყაროთ პატარა ქისაში, დაუმატოთ ცოტაოდენი პიტნის ფოთლები, ცოტაც ფორთოხლის კურკები და ატაროთ თან – დაგიცავთ, სიმშვიდეს მოგიტანთ და საქმეშიც წარმატებული იქნებით.
მოკლედ სეიჯი გვიცავს, გვწმენდს და გვამშვიდებს, ასევე სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციებში გვეხმარება.
შეძენა შეგიძლიათ ჩვენთან
გვაქვს 10 სანტიმეტრიანი და 15 სანტიმეტრიანი შეკვრები
ფასები: 10 სმ – 25 ლარი; 15 სმ – 35 ლარი.
მაღაზიის მისამართი: ტყვიავის ქუჩა #2
ტელეფონი: 557 661 991
Comments
Post a Comment