აღდგომის საწყისები
ქრისტიანულ რელიგიაში აღდგომა ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რადგანაც ის გვიმტკიცებს, რომ ამ რელიგიის მთავარმა გმირმა სიკვდილი დაამარცხა და გაცოცხლდა. ეს მის ღვთაებრიობას და სულის უკვდავებას უსვამს ხაზს.
ჩვენთვის უცნობია იესოს მოკვლის თარიღი, მიახლოებითაც კი. ასევე უცნობია მისი დაბადების დღეც. თავდაპირველად ქრისტიანები შობას 7 იანვარს ზეიმობდნენ, შემდეგ კი ამ თარიღმა 25 დეკემბერს გადმოინაცვლა. ამის შესახებ პოსტი ადრეც დავწერე და მისი საწყისები და თარიღის შერჩევის მიზეზები იქაა აღწერილი.
ქრისტიანობა უნდა გამხდარიყო დომინანტი რელიგიური ორგანიზაცია, რომელიც გაუძღვებიოდა ხალხს. რელიგია უბრალოდ ლამაზ სწავლებად რომ არ დარჩეს, საჭიროა მიეცეს ფორმა, ჰქონდეს კონსტრუქცია და პერიოდულად აღსანიშნავი დღეები, რომ ადამიანებს მუდამ ახსოვდეთ ღმერთის საგმირო საქმეები და მისი ძლევამოსილება.
სხვათაშორის შობის დღესასწაული რომ დამკვიდრებულიყო ამას დიდი დრო დასჭირდა, II - IV საუკუნეებში ბევრს ბჭობდნენ ამ საკითხზე, საბოლოოდ კი დამტკიცდა. ხოლო აღდგომის სიმბოლიზმი იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ უძველესი ქრისტიანები თავიდანვე აღნიშნავდნენ ამ დღეს.
თავდაპირველად აღინიშნებოდა სამი სააღდგომო დღე: პარასკევი (წამების და მოკვლის დღე), შაბათი და კვირა - აღდგომა.
სხვა, აღდგომასთან დაკავშირებული დღესასწაულები მოგვიანებიტ დაემატა.
თავდაპირველად ქრისტიანები აღდგომას აღნიშნავდნენ ებრაული პასექსის დღესასწაულის დღეს, თუმცა მე-4 საუკუნეში აღდგომა მოძრავი დღესასწაული გახდა და აღინიშნებოდა გაზაფხულის ბუნიაობის პირველ კვირა დღეს. დაახლოებით 4 აპრილის და 8 მაისის შუალედში.
აღდგომის საწყისებიც იქამდე ბევრად ადრე არსებული გაზაფხულის ბუნიაობის ხალხური ტრადიციებიდან მოდის. ძველ კულტებში მიაჩნდათ, რომ ბუნება ცოცხალია. ზამთარში კვდება ან იძინებს და ზაფხულში ცოცხლდება. გაზაფხულის ბუნიაობა სწორედ სიკვდილზე გამარჯვების სიმბოლო იყო.
ქრისტე ერთადერთი ღმერთი არაა, რომელიც მკვდრეთით აღდგა.
ძველეგვიპტური ღვთაება ოსირისი, ძველბერძნებში - ადონისი, გაელებში ოსტარა - არიან ღმერთები, რომლებიც გაზაფხულის ბუნიაობის შემდეგ ცოცხლდებოდნენ.
თავდაპირველად ქრისტიანები აღდგომას საკმაოდ მშრალად, ყოველგვარი ცერემონიების გარეშე, უბრალოდ ლოცვით და გალობით აღნიშნავდნენ. როცა მათი რაოდენობა გაიზარდა, სათავეებში მყოფმა ადამიანებმა გადაწყვიტეს დომინანტ რელიგიად ექციათ, სხვა გზა არ იყო, მოუწია იქამდე არსებული დღესასწაული და აღნიშვნის ფორმები გადაეკეთებინათ და მოერგოთ მათ რელიგიაზე.
სხვათაშორის ეკლესიასტეს წიგნში ნათქვამია: "რაც იყო, ის იქნება; რაც კეთდებოდა, იგივე გაკეთდება. არაფერია ახალი მზის ქვეშ".
აღდგომის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო შეღებილი კვერცხია. კვერცხს ყველა დროსა და კულტურაში საკრალური მნიშვნელობა ჰქონდა. ის გამოხატავდა მთელ სამყაროს და მის მთლიანობას. თავის დროზე ოსტარას კულტში კვერცხების შელამაზება მიღებული პრაქტიკა იყო. ძველ ეგვიპტეშიც მნიშვნელოვანი სიმბოლო იყო. თვლიდნენ რომ კვერცხიდან გამოიჩეკა მზის ღმერთი.
პასკის გამოცხობის ტრადიციაც რა თქმა უნდა წარმართობიდან მოდის, მაგრამ მის თავდაპირველ მნიშვნელობაზე არ დავწერ. ვიცი ბევრი არასწორად გაიგებს

Comments
Post a Comment